ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სულ უფრო მეტად განიხილება როგორც მოსკოვის ცუდი ხუმრობა, რაც მართლაც ასეა. ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა ევროპარლამენტარებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ყოველთვის მტკიცე იყო და ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის რუსეთისა და ჩრდილოეთ კავკასიისაც.