"სახალხო კრება" კიდევ ერთი მხარდამჭერის გატაცების შესახებ იუწყება. როგორც ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, გატაცებულია ეროვნულ საზოგადოებრივი მოძრაობის თავმჯდომარე დავით შუკაკიძე.
მისი თქმით, შუკაკიძე გაუჩინარდა და საერთოდ არ იციან კრების წევრებმა თუ სად იმყოფება. ბათიაშვილის თქმით, ხელისუფლება აგრძელებს ტერორს და სოწრედ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიტაცეს სახალხო კრების აქტიური მხარდამჭერი.