საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა და მიმდებარე ტერიტორია სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების მიერ კონტროლდება.
ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები მას შემდეგ განლაგდნენ, რაც ტელეკომპანიის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე რამდენიმე წუთის წინ, მომიტინგეებსა და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ უცნობ პირებს შორის ფიზოკური დაპირისპირება მოხდა.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არ არის გამორიცხული, „ზონდერბრიგადების" გარდა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალა სპეცდანიშნულების რაზმმაც გამოიყენოს, რიც გამოც ბურჯანაძე მომიტინგეებს მოუწოდებს, „არ აყვნენ პროვოკაციებს".