შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისსა და ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით პირველ განცხადებას ავრცელებს.
შსს-ის ინფორმაციით, ბათუმში სამართალდამცავების მიერ დაკავებული იქნა აქციაში მონაწილე 11 პიროვნება.
„ქ.ბათუმში, აჭარის ტელევიზიის წინ, პოლიტიკური პარტია ,,სახალხო კრების" მიერ ორგანიზებულ აქციის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეებმა ქვები და სხვადასხვა სახის საგნები ესროლეს და დააზიანეს ტელევიზიის შენობა. აღნიშნული ინციდენტის შედეგად სამართალდამცავების მიერ დაკავებული იქნა აქციაში მონაწილე 11 პიროვნება", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.