საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაშალა.
სამართალდამცავების ქმედების მიზეზი სახალხო კრების წარმომადგენელთა მიერ ერთ-ერთ ავტომანქანაზე თავდასხმმა გახდა.
ავტომანქანას, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იჯდა აქციის მონაწილეებმა ხელკეტები დაუშინეს.
სვარაუდოდ, დაშავდა ავტომაქანაში მყოფი რამდენიმე პირი. ავტომანქანაში იყო სისხლის კვალი.
აღნიშნული ინცინდენტიდან რამდენიმე ხანში კოსტავას ქუჩაზე მივიდა სპეცდანიშნულების რაზმი, რომელმაც აქცია დაშალა.
სამართალდამცავებმა გამოიყენეს რეზინის ტყვიები.
ამჟამად საზოგადეობრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისგან თავისუფალია.