"სახალხო კრება" მხარდამჭერებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ხვალ, 14:00 სთ-სთვის იწვევს.
„სახალხო კრების" ლიდერ ნონა გაფრინდაშვილის თქმით, ღამეს კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრები ტელევიზიასთან გაატარებენ.
გაფრინდაშვილმა მტკიცებით, ისინი არ დაიშლებიან, სანამ ხალხი არ დაიშლება.
"თუ გვსურს ამ ძალადობრივი რეჟიმის შეცვლა, მობრძანდით ყველანი აქ ხვალ, 14:00 სთ-სთვის. კრებას არც ჰქონია ილუზია, რომ ამ ხელისუფლებას ერთ დღეში შეცვლიდა. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ მიზნის მისაღწევად და არ დავიშლებით, სანამ ხალხი არ დაიშლება" - დასძნა გაფრინდაშვილმა.