საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ხალხი შემცირებულია, თუმცა ადგილზე რჩება ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც „სახალხო კრების" წარმომადგენლების თქმით, საკმარისია იმისათვის, რომ მათ ღამე გაათიონ და დასახულ მიზნებს მიაღიონ.
„სახალხო კრება" საზოგადოებრივი მაუწყებლისგან კვალავაც მოითხოვბს პირდაპირ ეთერს და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას.
სახალხო კრების წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ ხვალ ისინი ელოდებიან რეგიონებიდან ჩამოსულ მანქანებს, რომლების წამოსულები არიან და ხელისშემშლელი მიზეზების გამო ამ დრომდე ვერ ჩამოაღწიეს. 23 საათისთვის ელოდებიან აქტივისტებსაც.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელთან პატარა ინციდენტი მოხდა პოლიციელება და აქციის მონაწილე ახალგაზრდებს შორის. მათ ტრიბუნიდან ნინო ბურჯანაძემ მიმართა შეჩერებულიყვნენ და მსგავსი ქმედება შეეწყვიტათ.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს სახალხო კრების წარმომადგენლები კიდევ ერთი ახალი გადაწყვეტილების მიღებას აღარ აპირებენ.