იმდენად ცოტანი, იმდენად სუსტები არიან ეს ადამიანები, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, - ასე უპასუხა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "P.S"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას შესაძლებელია თუ არა საქართველლოში დაბრუნდეს მხედრიონის დრო.
"პირელი, ისინი ვინც ამ განცხადებებს აკეთებენ არიან ძალიან იზოლირებულები ამ საზოგადოებისაგან. მათ არ ესმით და ვერ ხედავენ რომ დღეს სხვა საზოგადეობაა საერთოდ და მსგავსი არა თუ განწყობები, არამედ ფიქრიც კი არ არსებობს საზოგადოების დიდ უმრავლესობაში. ისინი ჩაკეტილნი არიან ერთ ვიწრო წრეში და ერთმანეთს ატყუებენ. მათი განცხადებები სრულიად არასერიოზულია. არანაირი მცირე საფუძველიც კი არ არსებობს რაიმე საფრთხის შემცველი... არა თუ მხედრიონის, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წინ თუ წავალთ, თორემ უკან გზა ჩვენ არ გაგვაჩნია. არა მარტო იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში პოლიცია მუშაობს კარგად, არამედ, დღეს იმდენად სუსტები არიან ეს ადამიანები, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. Aარც იმის, რასაც ამბობენ და არც იმის მეასედის, რასაც ისინი ხშირად იქადნიან", - განაცხადა მერაბიშვილმა.