ირაკლი ბათიაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეები გია ტერევაძე და გოჩა წიკლაური დააკავეს.
როგორც ბათიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, გია ტერევაძე რამდენიმე წუთის წინ „პეჩენიის" საყიდლად, აქვე იყო გასული როდესაც დააკავეს.
ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, სახალხო კრება აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.