დანაშაულლის მიმართ ტოლერანტობა - ასეთი ცნება არ არსებობს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "P.S"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"დანაშაულლის მიმართ ტოლერანტობა - ასეთი ცნება არ არსებობს და ალბათ, ასეთი რამ არ მოხდება. თუმცა პროკურატურა, შსს და სხვა სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად მუშაობენ დამნაშავესთან გარგებისა და მორიგების გზით, რომელიც ითვალისწინებს ხშირად მსუბუქ დასჯას, როგორიც არის პირობითი სასჯელები, ჯარიმები და სასჯელის შემცირებული ვადები", - განაცხადა მერაბიშვილმა.
მან კმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ 96 პროცენტამდე გაიზარდა სისხლის სამართლის საქმეში მორიგების ფატქები.
"ალბათ, ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ და არა დანაშაულის მიმართ ტოლერანტობის მიმართულებით. თუ არ შევინარჩუნებთ ამ მდგომარეობას, რაც გვაქვს, თუ ვაჩვენებთ კრიმინალურ სამყაროს, რომ ოდნავ მაინც მოვდუნდით, მერწმუნეთ, ძველი დროის დაბრუნება თუ არა, გარკვეული გაუარესება შეიძლება მოხდეს",- განაცხადა მან და დასძინა, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის ჩამოყალიბებული ბოლომდე ისე, რომ თავი დაზღვეულად ვიგრძნოთ.