გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დედის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, 46 წლის დავით ქამხაძემ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა საკუთარ დედას, გალინა ქამხაძეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
დავით ქამხაძე მის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.