პარლამენტისა და კანცელარიის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე დაცვის გაძლიერებული ზომებია მიღებული.
აღნიშნული სამთავრობო შენობების მიმდებარე ქუჩებზე ათეულობით სამართალდამცველია მობილიზებული.
კანცელარიასთან განთავსებულია 10-მდე ყვითელი ავტობუსიც, რომლებშიც პოლიციელები სხედან.
ადგილზე იმყოფება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორიც.