დღეს, 21 მაისს, ქუთაისში დასრულდება ევროპის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში.
ქუთაისი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატს მასპიძლობს. ქალთა ტურნირი ცნობილი ქართველი მოჭადრაკის, ხუთ გზის მსოფლიო ჩემპიონის, მაია ჩიგურდანიძის 50 წლის იუბილეს ეძღვნება. კონტინენტის პირველობისთვის ევროპის 14 ქვეყნის 72 მოჭადრაკე იბრძვის. სხვადასხვა ასაკის სპორტსმენების შერკინებას საერთაშორისო დონის არბიტრები აკვირდებიან.
ევროპის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში თბილისში 2 კვირის წინ დაიწყო და დღეს ქუთაისში დასრულდება. დასკვნით ტურნირს სასტუმრო "ბაგრატი-1003" მასპინძლობს.
ჩემპიონატის დასკვნითი ტურები საზეიმოდ ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ, მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა თემურ ცამციშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ გახსნეს.
"მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველო სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირი 2 კვირის წინ თბილისში დაიწყო და ქუთაისში დასრულდება. ქვეყნის მეორე დედაქალაქმა სპორტული ესტაფეტა ღირსეულად გადმოიბარა და ეს ჩემი მეგობრის გიორგი თებდორაძის დიდი დამსახურებაა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" გია გიორგაძემ.
ქუთაისი 21 მაისს, დიდოსტატ მაია ჩიბურდანიძეს უმასპინძლებს. ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ტიტულოვანი სპორტსმენის 50 წლის იუბილე აღინიშნება.