ირაკლი ოქრუაშვილისა და კოტე გოგელიას მოსკოვურ კონსულტაციებზე "ქართული პარტიის" ოფისში კომენტარი ეროსი კიწმარიშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოქრუაშვილი გაჩეჩილაძის, სუბარის, კიწმარიშვილის მუშაობით უკმაყოფილოა, რის გამოც პარტიაში საქმის ხმამაღალი გარჩევაც კი შედგა.
"რუსულში იქნება, ინგლისურში იქნება, ფრანგულში იქნებ, იტალიურში იქნება - დიდი ნაწილი ამ მასალის რასაც ახლა ჰქვია ინფორმაციის შეყრა საინფორმაციო საშუალებებში, კეთდება ვანო მერაბიშვილის ოფისიდან, ეს არის სააკაშვილის პირადი ოფისი - ეს არის ფიზიკური შიში. ჩვენ ბევრჯერ ვთქვით: აბსურდის კომენტირებას არ ვაკეთებთ", _ განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა.