"თავისუფალი დემოკრატები" საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებენ, რომ არ გაიმეოროს 2007 წლის 7 ნოემბრის ტრაგიკული შეცდომა.
"საქართველოს ხელისუფლებას უნდა შეეძლოს საწინააღმდეგო აზრის მოსმენა. ხალხზე ძალადობა სამოქალაქო დაპირისპირებას უწყობს ხელს. საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვერ ეგუება ხელისუფლების ცინიკურ დამოკიდებულებას. სააკაშვილს მოვუოდებთ, რომ მუსმინოს ხალხს" - აღნიშნულია ალასანიას პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებას აგრეთვე მოუწოდებენ, რომ ბოლო დროს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლონ.