დისციპლინის დარღვევისათვის ოთხი ქართველი ძიუდოისტის მიმართ მკაცრი სანქციები გატარდება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაქოში გამართულ გრანპრიზე, საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს მობილური მოპარეს და ამ ქურდობაში ქართველი სპოტრსმენი ნოდარ მეტრეველია ეჭვმიტანილი.
ამას გარდა, მსაჯის ცემასთან არის დაკავშირებული კიდევ ერთი თემა - იოსებ წელაურმა უნივერსიადაზე ერთი კვირის წინ, მსაჯს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დისციპლინის დარღვევისათვის ასევე დასჯილები არიან ვანო დავითაშვილი და აჩიკო შინჯიკაშვილი. აღმასკომის სხდომაზე გამოტანილი ვერდიქტი საკმაოდ მკაცრი იყო - ნოდარ მეტრეველს და იოსებ წელაურს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისაჯათ.