სატელეფონო თაღლითობის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ინდივიდუალური მეწარმე გიორგი ოსოშვილი.
გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ოსოშვილი რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ და საქართველოში მოქმედ მობილურ ოპერატორებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჰქონდა ე.წ ,,ნდობის ტელეფონი", რომელიც ინტიმურ თემებზე სასაუბროდ გამოიყენება.
თუმცა, ბრალდებული აღნიშნული ტელეფონიდან სხვადასხვა მობილური ქსელების აბონენტების ნომრებზე რეგულარულად ახორცილებდა ზარების გაშვებას. აბონენტების უმრავლესობა კი შემოსულ და უეცრად შეწყვეტილ ზარებზე თავად რეკავდა, თითოეული ასეთი ზარის განხორცილების შემთხვევაში კი, მათ სალაპარაკო ბალანსიდან ეჭრებოდათ 2 ლარი, შემდეგ კი თითოეულ ნალაპარაკებ წუთზე კიდევ 2 ლარი. თუმცა აბონენტებისათვის არ იყო ცნობილი, რომ ისინი ფასიან ნომერზე საუბრობდნენ. გ. ოსოშვილი სატელეფონო საუბრისას, როგორც წესი, მეტყველების მანერასიცვლიდა და ქალის ხმით საუბრობდა. მას თაღლითურ სქემაში ჩართული ჰყავდა თავისი მეგობრებიც.
წინასწარი გამოძიება მიმიდნარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.