დღეს, 20 მაისს, თბილისში გამომცემლობა "დიოგენემ" წიგნის ახალი მაღაზია "დიოგენე" გახსნა. (მის: ა. აფაქიძის #9 სპორტის სასახლის გვერდით "მორკინალის" მხარეს)
წიგნის მაღაზიის გახსნა ყოველთვის მნიშვნელოვანი კულტურული სიახლეა ნებისმიერ ქალაქში. მით უმეტეს, ისეთი მაღაზიისა, რომელსაც ორიგინალური კონცეფცია და დიზაინი აქვს.
მაღაზია "დიოგენე" იქნება მწერალთა და მკითხველთა შეხვედრის ადგილი, გაიმართება ახალი წიგნების პრეზენტაციები, ფილმებისა და სპექტაკლების ჩანაწერების ჩვენება, ლიტერატურული თამაშობები, წარმოგიდგენთ როგორც ქართულ ასევე უცხოურ გამოცემებს. შესაძლებელი იქნება უნიკალური წიგნების შეძენაც.
მაღაზიის კლიენტებს გადაეცემათ სპეციალური დაგროვების ბარათი, მოეწყობა ფასდაკლების აქციები: "ერთი წიგნის დღე", "დიოგენეს" ტრადიციული აქცია "მწვანე შაბათი" და სხვა. მომხმარებელს შევთავაზებთ ორიგინალურ აქსესუარებს, სუვენირებს და ხელნაკეთ ნივთებს, რომლებიც წიგნთან იქნება დაკავშირებულ, იმოქმედებს სპეციალური პროგრამები ბავშვებისა და უფროსებისათვის. წიგნის მოყვარულებს გპირდებით კვალიფიციურ მომსაუხრებას, უფასო ინტერნეტს, გემრიელ ჩაის და ყავას და ყველა პირობას იმისთვის, რომ "დიოგენეში" პირველად მოხვედრისთანავე ჩვენთან სამუდამოდ დამეგობრების სურვილი გაუჩნდეთ.
წიგნის მაღაზია "დიოგენე" იმუშავებს ყოველდღე 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე და პარასკევს 10:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე.