ირაკლი ოქრუაშვილი მოსკოვშია -ტელეკომპანია "რეალტივიმ" "ქართული პარტიის ლიდერის ფოტოები გაავრცელა, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთის დედაქალაქის ერთ ერთ საერთაშორისო აეროპორტშია გადაღებული. ოქრუაშვილი კადრში "ქართული პარტიის" კიდევ ერთ ლიდერთან, კოტე გოგელიასთან ერთად ჩანს.
ინფორმაცია ირაკლი ოქრუაშვილის მოსკოვური შეხვედრების შესახებ გუშინ გავრცელდა, თუმცა "ქართულმა პარტიამ" ფაქტი არ დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, ოქრუაშვილი კოტე გოგელიასთან ერთად მოლპარაკებებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.