აშშ-მა სათანადო ყურადღება არ მიაქცია უბრალო ადამიანების მოთხოვნებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების ახალი პოლიტიკის შესახებ გაკეთებული განცხადებისას განაცხაცხადა.
„ექვსი თვით განმავლობაში, ჩვენ მოწმე ვიყავით განსაკუთრებული ცვლილებისა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. მოედნიდან მოედნამდე, ქალაქიდან ქალაქამდე, ქვეყნიდან ქვეყანამდე, ხალხი აღდგა თავისი უფლებებისთვის", - განაცხადა ობამამ.
მისი თქმით, აშშ მიესალმება ცვლილებებს, რომელიც გულისხმობს ადამიანების ნებას, მართონ საკუთარი თავი.
„ისინი არიან აშშ-ის მოკავშირეები, და არა მათი ლიდერები,", - განაცხადა ობამამ და აღნიშნა, რომ ბევრ ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანის ხელშია ძალაუფლება