საბერძნეთში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 14 მოქალაქის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ალექსანდროპოლის პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაძლოა ქართველების დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღონ. არალეგალები ავტობუსის საბარგულში სპეციალურად გაკეთებულ კონტეინერში იმალებოდნენ.
"პროცესი გაიმართება დღეს, საბერძნეთის დროით დაახლოებით ორი საათისთვის, ალექსანდროპოლის პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც სავარაუდოდ გამოტანილი იქნება დეპორტაციის გადაწყვეტილება", _ აცხადებს საქართველოს კონსული სალონიკში თორნიკე ბერეკაშვილი.