"აგვისტოს 5 დღის" პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. საფრანგეთში ფილმის ჩვენებას მთელი მსოფლიოდან ჩასული კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრენ.
"ეს ისტორია ღირდა მსოფლიოსათვის მოსაყოლად", _ ასე წარადგინა სურათი თავად რეჟისორმა რენე ჰარლინმა. ჩვენების შემდეგ მიღება გაიმართა, რომელსაც 600-მდე სტუმარი დაესწრო.
ღონისძიებაზე რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტომასალაც იყო გამოფენილი. ფილმი რომელიც საქართველოში რუსულ აგრესიას ასახავს 50 ქვეყანაში გაიყიდება.
საპრემიერო ჩვენება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-შიც გაიმართება. თბილისში მას 5 ივნისს უჩევენებენ, რომელსაც სავარაუდოდ, ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ენდი გარსიაც დაესწრება.