20 მაისს მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება პლასტიკური მეტამორფოზების სერია - "არტეფაქტები".
ცნობისთვის, გიორგი ჭანკოტაძე ორიგინალურ სივრცულ-სიბრტყობრივ კომპოზიციებს ლითონისა და მინის მდიდარი კომბინაციებით ქმნის. ამ ყველაფერს კი აბსტრაგირებული დრამატურგია და სინათლის ეფექტები ახლავს.