20 მაისს, 13:00 საათზე, აღმაშენებლის 103-ში გაიმართება ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ "რუსთავის" პრესკონფერენცია ჰოლანდიასა და გერმანიაში დაგეგმილ გასტროლებთან დაკავშირებით.
პრესკონფერენციას დაესწრებიან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელები ანზორ ერქომაიშვილი და ფრიდონ სულაბერიძე, მომღერლები და მოცეკვავეები.
პრესკონფერენციის მიზანია 2 კვირის წინ ანსამბლის წარმატების შესახებ ინფორმაციის გავრცელება პოლონეთის საეკლესიო მუსიკის ფესტივალზე და რუსთავის საპასუხისმგებლო გასტროლების შესახებ ჰოლანდიასა და გერმანიაში.