ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი გოჩა ციხიშვილი, ერთი წლის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა უბანში საცხოვრებელი კორპუსის ბინებს ქურდავდა.
ბრალდებული გოჩა ციხიშვილი დაკავებულ იქნა წითელ ხიდზე, საზღვრის გადაკვეთისას.
ამოღებულია ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი.
ბრალდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს .