საქართველოსა და ევროპას საერთო წარსული აქვს, შესაბამისად მომავლის ერთად შენება ბუნებრივი მოვლენაა. ამის შესახებ იერჟი ბუზეკმა დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ საქართველოსთან ერთად გავაქვს საერთო ღირებულები და ეს არის საერთო ევროპული ღირებულების. ამის გარდა ჩვენ გვაქვს საერთო წარსული და მემკვიდრეობა და ასეთი ბევრი საერთოს მქონე ქვეყნებს შორის კარგი თანამშრომლობის გაგრძელება და მომავლის ერთად შენება ბუნებრივი მოვლენა იქნება", - აღნიშნა ბუზეკიმ.
მისივე შეფასებით, საქართველოსა და ევროპის ქვეყნების ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს სურს ნამდვილი და ღრმა ურთიერთობები ჰქონდეს. ამასთან, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მე ჩამოვედი ევროპულ, ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყანაში, რომელსაც დიდი ევროპული ტრადიციები აქვს", - აცხადებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.