თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული პარტიის" ახალგაზრული ორგანიზაციის ერთ-ერთ დაკავებულ ლიდერ შოთა იამანიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროცესი სასამართლოში დღეს გაიმართა. დაცვის მხარი მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობდა.
აღსანიშნავია, რომ იამანიძის სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობდა. მოსამართლეს სხდომის დასრულებამდე დარბაზიდან დაკავებულის ბებიის და ორგანიზაცია "სამოქალაქო ფრონტის" ლიდერ ჯაბა ჯიშკარიანის გაძევება მოუწია.
შეგახსენებთ, რომ „ქართული პარტიის" წარმომადგენელი სამართალდამცველებმა 17 მაისს, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გამოყენების ბრალდებით დააკავეს. მას 7-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.