დაღესტანში მეჩეთის იმამის მოადგილეზე თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგადაც მისი 14 წლის ქალიშვილი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ დაღესტნის შს სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საღამოს, როდესაც იმამის მოადგილე მეჩეთიდან სახლში ბრუნდებოდა, სახლთან ახლოს მას ორი უცნობი პირი ელოდა, რომლებმაც მისი დანახვისას მისი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ერთ-ერთმა ტყვიამ ხმაურზე სახლიდან გამოსული იმამის მოადგილის 14 წლის გოგონა დაჭრა. თავად სასულიერო პირი არ დაშავებულა.
სამინისტროს ინფორმაციით, ბოევიკების ვინაობა უკვე დადგენილია - აქ იატაქვეშეთის აქტიური მონაწილეები არიან, ვაჰაბიტები, რომლებიც ამჟამად ტერორისტული საქმიანობის გამო ძებნაში იმყოფებიან.