ევროპარლამენტის პრეზიდენტს იერჟი ბუზეკის განცხადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში გაცილებით ცოტა გაკეთდა ვიდრე ამას ევროკავშირში ელოდებოდნენ.
მისი თქმით, 2 წლის წინ, როდესაც ჩაეყარა საფუძველი აღმოსავლეთ პარტნიორობას იყო დადებითი პროგნოზი თუმცა ამ პროგნოზმა სურლად ვერ გაამართლა.
"ევროპარლამენტისთვის აღმოსავლეთ სამეზობლო ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ურთიერთობის ჩამოყალიბებისას გვქონდა ძალიან დიდი იმედი, რომ მივაღწევდით დიდ პროგრესს რიგ საკითხებში. თუმცა ეს პროგნოზი ვერ გამართლდა. ბევრად ნაკლებს მივაღწიეთ ვიდრე მოველოდით. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა განსაკუთრებით კანონის უზენაესობის დაცვაში, მედიის თავისუფლებაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდაში, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში და ასევე ოპოზიციისა და მთავრობის ძლიერ თანამშრომლობაში. აუცილებელია დიალოგი და ღიაობა მთავრობასა და ოპოზიციას შორის", - განაცახადა ბუზეკმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტი შეშფოთებულია ბელორუსით და ისინი ყველანაირად ცდილობენ რომ სხვა ქვეყნებსაც არ გადაედოთ ბელორუსში მიმდინარე პროცესები.
"ბელარუსელი ხალხის მიმართ დიდი მხარდაჭერა გვაქვს. იმისთვის რომ ქვყეანა განვითარდეს აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ცვლილებები. ეს არის საფუძველი დემოკრატიისა და ქვეყნის განვითარების", - აღნიშნა ბუზეკმა.
მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიაში მისი ვიზიტის მთავარი გზავნილია რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მეტი მუშაობა მოხდეს, ადამიანის უფლებების დაცვაეზე, კანონის უზენაესობის განვითარებაზე, კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით და სხვა საკითხებზე.
"მსურს მივაღწიოთ გრძელვადიან სტაბილურობას. უნდა გავიკვლიოთ ამ სტაბილურობისკენ გზა, როდესაც თბილისში ჩამოვედი გამახსენდა საქართველოს გზა, რომელიც დემოკრატიის განვითარებისკენ განვლო. ევროკავშირი არ არის ცალკე კუნძული. ჩვენ გვინდა გვყავდეს სტაბილური სამეზობლო და ამ სამეზობლოსთვის ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ატქიური და ეს გამოჩნდა მაშინაც, როდესაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნებში არეულობები დაიწყო", - განაცხადა ბუზეკმა.