"ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი 21 მაისიდან პროვოკაციებს ელოდება.
„21 მაისს ველოდები პროვოკაციებს ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის ძალის გამოყენებას და ა.შ. და მოვუწოდებ მას, თავი შეიკავოს ამისგან", - განუცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება „სახალხო კრებისა" და „ქართული პარტიის" შესაძლო გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, დავითაშვილი აღნიშნულის კომენტირებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ამ ორი ძალის გადასაწყვეტი საკითხია.
შეგახსენებთ, რომ 21 მაისიდან საქართველოს ორ ქალაქში, თბილისსა და ბათუმში „სახალხო კრების" ორგანიზებით საპროტესტო აქციები დაიწყება.