პუტინის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში ანდრეი ილარიონოვის განცხადებით, საჩხერეში გუშინ მომხდარი ინცინდენტი სახიფათო სიგნალია. ილარიონოვი არ გამორიცხავს შეიარაღებულ კონფლიქტს.
მისი თქმით, ომის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სიტუაცია მშვიდი იყო. რაც იძლეოდა იმედს, რომ შეიარაღებული კონფრომტაცია არ განხლდებოდა.
"სტაბილურობა ჯერ ადგილობრივ დონეზე იყო მიღწეული, ხოლო რაღაც პერიოდის შემდეგ კონფლიქტის სრულად გადაწყვეტის იმედი რჩებოდა. ბოლო დღეების განმავლობაში პროვკაციები დაიწყოი. პროვოკაციები მიმდინარობდა ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებითაც. ასევე ოფიციალური პირების განცხადებებში და ასევე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებში. პროვოკაციები გაგრძელდა გუშინაც. თუ ეს ერთი საერთო გეგმის ელემენტებია, მისი მიზეზი არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უნდა ვეძებოთ არამედ სხვაგან", - განაცხადა ილარიონოვმა.
იგი მიიჩნევს რომ ყველაზე დიდი საშიშროება დაკავშირებულია რუსეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან.
"ამ არჩევნებზე წყდება საკითხი თუ ვინ ჩაიგდებს ხელში ძალაუფლებას მინიმუმ მომავალი 12 წლის განმავლობაში. ამას შეიძლება მოყვეს სისხლისღვრა როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში", - განაცხადა ილარიონოვმა.