დღეს, 6 მაისს, 14:00 საათზე გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცნეტრის ხელმძღვანელის, ცაგეერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, ჩატარდება საზეიმო მსვლელობა , სადაც მონაწილეობას მიიღებენ: ეროვნულ- სარწმუნოებრივი მოძრაობა, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი "დავითიანი", წმინდა გიორგის სადროშო და ახალგაზრდული მოძრაობა "ივერიელები".
მსვლელობა დაიწყება ოთხი მიმართულებით: სამების საკათედრო ტაძრიდან, ზემო ბეთლემის ეკლესიიდან, მამა დავითის ელესიიდან და ლურჯი მონსატრიდან და დასრულდება ქაშვეთის ეკლესიის მიმდება ტერიტორიაზე.