დღეს, 6 მაისს, თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის რევაზ ჯგერენაიას ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ.
თურქ სამართალდამცავებს უკვე დაკავებული ჰყავთ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი თურქეთის მოქალაქე.
მას რევაზ ჯგერენაიასთან შელაპარაკება მოუვიდა. წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი გადაუხდელი ხელფასი გახდა, რომელსაც თურქული კომპანიის ქართველი თანამშრომელი ითხოვდა. ჯგერენაია სახლში რამდენიმე დღის წინ უნდა დაბრუნებულიყო.
"ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა. ცხედარი გადასვენებულია სტამბულის ერთ-ერთ პროზექტურაში. გენერალური საკონსულოს მხარდაჭერითა და თანადგომით დასრულდება ყველა იმ აუცილებელი დოკუმენტაციის გაფორმება და ავტობუსით გადმოსვენება განხორციელდება", _ აცხადებს საქართველოს კონსული სტამბულში ზურაბ პატარიძე.