იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს წარმოამდგენლებს მოუსმინეს.
როგორც ცხდომაზე იუსტიციის სამინისტროს წამოამდგენლებმა განმარტეს, პროექტ "იუსტიციის სახლის" ფარგლებში, იქმნება სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულება, სადაც განხორციელდება სხვადასხვა სტრუქტურის სერვისების კომბინაცია ერთ წერტილში ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით.
პირველი იუსტიციის სახლი ბათუმში მაისის ბოლოს ამოქმედდება, ივნისში რუსთავში, სექტემბერ-ოქტომბერში ქუთაისში, თბილისში კი ყველაზე ფართომასშტაბიანი იუსტიციის სახლი 2012 წლის ბოლოს გაიხსნება.
თბილისის იუსტიციის სახლში განთავსდება არა მართო იუსტიციის სამინისტროს, არამედ სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების მთავარი ოფისებიც: საგადასასხადო სამსახურები, ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურები და სხვა.
სამინისტროს წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში განხორციელბულ პროექტებზედაც ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, კერძოდ "განრიდების და მედიაციის პროგრამაზე" გაკეთდა.
არასრულწლოვანთა განრიდება პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმაა, რომელიც ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ ამოქმედდება, თუკი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი მზადაა სრულად ან ნაწილობრივ დაფაროს მისი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი, ან უსასყიდლოდ შეასრულოს საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაო.
"განრიდების და მედიაციის პროგრამა" საქართველოში 2010 წლის ნოემბერიდან ამოქმედდა და ის თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ხორციელდება. დღევანდელი მდგომარეობით განრიდებულია 22 არსრულწლოვანი, რომელთა მიმართ ხორციელდება პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმა. 2011 წელს პროექტი სამტრედიასა და გორში ამოქმედდება.