ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება განსაკუთრებით აქტუალური ანგლო-საქსური სამართლის ტიპის ქვეყნებშია.
"ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება მართლმსაჯულების მეტი გამჭვირვალეობისა და მოქალაქეთა მეტი ინფორმირებულობისთვის კეთდება. მოქალაქეს საშუალება ეძლევა არა მხოლოდ გარედან შეხედოს მართლმსაჯულებას, არამედ მისი უშუალო მონაწილე იყოს", _ აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია "საქართველოს" (ელსა) ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრი გეგენავამ.
მისი თქმით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მოქმედებდა ინგლისში, ამჟამად კი ფუნქციონირებს აშშ-ში, ესპანეთში. ეს ინსტიტუტი მსოფლოს ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით, ანგლო-საქსური სამართლის ტიპის ქვეყნებშია აქტუალური.
შეგახსენებთ, დღეს თსუ-ში პროექტ "ნაფიცი მსაჯული 3"-ის პრეზენტაცია გაიმართა.