პერმში ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 121-ს მიაღწია. პერეტბურგისა და მოსკოვის კლინიკებში კიდევ ორი ადამიანი ძლიერი დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა.
ამჟამად საავადმყოფოებში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. სავადმყოფოებში მყოფთა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ პერმის რამის კლუბ "ხრომაია ლოშად" ხანძარი 6 დეკემბერს 01:00 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის შედეგად პირველსავე დღეს 112 ადამიანი დაიღუპა, 140-მდე ადამიანმა სხვადასხვა სიძიმის დაზიანებები მიიღო.
კაფე-კლუბის საერთსო ფართი 500 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რომლისგანაც ხანძრის შედეგად განადგურებულია 400 კვადრატული მეტრი.
რუსული მედიის ინფორმაციით ხანძარი ღამის კლუბში მაშინ გაჩნდა, როდესაც კლუბი დაარსების 7 წლისთავს ზეიმობდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მინისტრი სერგეი შოიგუ მაღალ შეფასებას აძლევს მეხანძრეების მოქმედებას და მიიჩნევს, რომ მათი პროფესიონალიზმის გარეშე შედეგი უფრო ფატალური იქნებოდა.
რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის მიერ დაკავებულია რამდენიმე პიროვნება, მათ შორის კლუბის დირექტორი სვეტლანა ეფრემოვა, ასევე კლუბის თანადამაარსებელი ანატოლი ზაკი.
ზაკი და ეფრემოვა სახანძრო უსაფრთხოების წესების დაუცველობაში არიან ეჭვმიტანილი, რამაც გაუფრთხილებლობის გამო ადამიანთა გარდაცვალება გამოიწვია.