საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს გრძელვადიანი პაემნების უფლება მძიმე დანაშაულისთვის მსჯვრდებულებსას მიეცეს. ამის შესახებ გიორგი ტუღუშმა დღეს, პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრის დროს განაცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გრძელვადიან პაემნებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი რეკომენდაციაა, მისით სარგებლობის უფლება გრძელვადიან პატიმრობაში მყოფ პირებსაც მიეცეთ, რომლებიც მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს", - აღნიშნა ტუღუშმა.
მისივე თქმით, გრძელვადიანი პაემნის უფლებით ასევე დახურულ დაწესებულებაში მყოფო პატიმრებიც უნდა სარგებლობდნენ, რადგან ამ კატეგორიების პატიმრებისთვის უფრო აუცილებელია ოჯახის წევრების ნახვის უფლების მიცემა.
შეგახსენებთ, რომ "პატიმრობის კოდექსში" შესული ცვლილებების თანახმდ 1-ლი მარტიდან სამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულებს გრძელვადიანი პაემნებით სარგებლობის უფლება მიეცათ.
პატიმრის გრძელვადიანი პაემანის ხანგრძლივობა შეადგენს არა უმეტეს 24 საათისა და მისი ღირებულება 60 ლარია, აღნიშნული თანხა კი ძირითადად მისი მიზნების გახორციელებასა და ფუნქციების შესრულებას მოხმარდება.
ხანგძლივი პაემანით სარგებლობის უფლება პატიმრებს წელიწადში 2+1 და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს 3+1 ექნებათ. მსჯავრდებულებთან პაემანის უფლებით ისარგებლებენ შვილები, ნაშვილები, მეუღლე, მშობლები, მშვილებელი, და და ძმა.
2012 წლის 1-ლი ივნისიდან საქართველოს მთავრობამ ვალდებულია არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ქალი და არასრულწლოვანი მსჯვარდებულებისთვის პაემანების რაოდენობის საკითხს გადახედოს, ასევე განიხილოს დახურული ტიპის დაწესებულებში მყოფი პატიმრებისთვის ხანგრძლივი პაემნის მიცემის უფლება.