აფხაზი სეპარატისტები 2011 წლის საკურორტო სეზონისათვის ემზადებიან. ამასთან დაკავშირებით, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გაგრაში თავისი ე.წ. მთავრობის სხდომა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ სხდომას აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წევრთა გარდა, რუსეთის მთავრობის წევრები და რუსეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე ანგარიშით, რომელიც 2010 წლის საკურორტო სეზონსა და 2011 წლის საკურორტი სეზონის მოსამზადებელ სამუშაოებს ეხებოდა კურორტებისა და ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე თენგიზ ლაკერბაი წარსდგა.
მისი თქმით, გასული საკურორტო სეზონი 2009 წლის სეზონთან მიმართებაში ტურისტთა ნაკადის უმნიშვნელო შემცირებით აღინიშნა. ლაკერბაი ასევე აღნიშნავს, რომ მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის გარდა, არსებობს რიგი გარემოებები რომლებიც აფხაზეთში ტურიზმის განვითარებას უშლის ხელს.
"ეს უპირველეს ყოვლისა, შეუსაბამო ფასები და ხარისხია ჩვენი ტუროპერატორების მიერ შემოთავაზებული მომსახურებისა. ობიექტების უმეტესობის მატერიალური ბაზა პრაქტიკულად არ შეესაბამება ტურისტების მომსახურების წარმოდგენილ მოთხოვნებს. იჯარით აღებული ობიექტების მოდერნიზირება არ ხდება მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა", _ აცხადებს ლაკერბაი და დასძენს, რომ "უკვე არის აუცილებლობა საკურორტო ობიექტების კლასიფიკაცია მოხდეს და მათ ვარსკვლავები მიენიჭოს, ისევე როგორც ეს მთელს მსოფლიოშია მიღებული".
მისივე ინფორმაციით მიუხედავად რიგი უარყოფითი ფაქტორებისა 2010 წელს აფხაზეთში ექსპლუატაციაში შევიდა რამდენიმე მსხვილი თანამედროვე ობიექტი. მიმდინაწე წელს კი გაგრაში ექსპლუატაცოიაში შევა სასრუმრო "სან მარინა" რომელიც 400 ადგილიანია.
"ასევე არის მრავარი მინი-სასტუმრო. მიმდინარე წლის მთავარ მიღწევად კი შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიო ნავიგატორების წარმოების ლიდერ კომპანია "გარმინთან" ერთად აფხაზეთის ნავიგაციური რუკის შედგენა. მონაცემები აფხაზეთის შესახებ ინტერნეტში თავისუფლადაა ხელმისაწვდომი.
აფხაზეთის ოფიციალურ ტურისტულ საიტზე კი ინგლისურენოვანი ვერსიაც მუშაობს და მისი შექმნით, აფხაზეთისადმი ინტერესი მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქემ გამოვლინა", _ აცხადებს ლაკერბაი.