მიუღებელია, რომ „ევრონიუსმა“ ირაკლი კობახიძე ევროკავშირის გაფართოების სამიტზე მიიწვია, - ამის შესახებ პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში წერს.
„მიუღებელია, რომ „ევრონიუსმა“ ირაკლი კობახიძე ევროკავშირის გაფართოების სამიტზე მიიწვია, სადაც ასევე მონაწილეობენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და სხვა გამორჩეული ევროპელი ლიდერები.
ევროპარლამენტმა არ აღიარა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობა საქართველოში. რუსული სტილის რეპრესიები, დემოკრატიული უკუსვლა და კრემლის მზარდი გავლენა არ უნდა იყოს ლეგიტიმირებული ევროპულ სცენაზე! ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ!“ - წერს კშიშტოფ ბრეიზა.
„ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებული ევროკავშირის გაფართოების სამიტი ბრიუსელში 3 ნოემბერს გაიმართება.