ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს, კიევში ჩავიდა. ფინეთის მთავრობის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირება და ზამთრისთვის მზადებაში უკრაინის დახმარების საკითხის განხილვა.
ფინეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ორპო უკრაინას რუსეთის მიერ წარმოებული ომის პირობებში ფინეთის მხარდაჭერას დაუდასტურებს. მხარეები ასევე განიხილავენ, როგორ დაეხმაროს ფინეთი უკრაინას ზამთრისთვის მომზადებაში.
გარდა ამისა, დაგეგმილია, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრი მხარს დაუჭერს იმ რეფორმებს, რომლებიც უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სჭირდება.
ფინეთის მთავრობის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პეტერი ორპო უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რამდენიმე წარმომადგენელს შეხვდება.
ასევე გაიმართება უკრაინა-ფინეთის ბიზნესფორუმი, რომელშიც, მათ შორის, ათზე მეტი ფინური კომპანიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.