საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ზესტაფონის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს სააღდგომო სურსათი მიუტანა.
კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ჩალაგაშვილმა მცირეწლოვნები სხვადასხვა ყოველდღიური მოხმარების ნივთებითაც მოამარაგა და წინასწარ მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. კომისია სისტემატურად ეხმარება ბავშვთა სახლს.
ზესტაფონის წმინდა ბარბარეს სახელობის პანსიონში ამჟამად 170-მდე ობოლი და მიუსაფარი ბავშვი ცხოვრობს.
"კომისია სისტემატურად ცდილობს დახმარება აღმოუჩინოს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მზრუნველობა. ხშირად მოგვმართავენ ხოლმე დახმარებისათვის და კომისიის თანამშრომლები ყოველთვის მზად ვართ ჩვენი საკუთარი სახსრებით დახმარება გავუწიოთ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ჩვენი თანადგომა სჭირდება", - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.