მოსკოვის ოლქში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებმაც "ბიბლიის" დაახლოებით 4 ათასი ეგზემპლარით დატვირთული "კამაზის" ტიპის ავტომობილი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"დანაშაული მოსკოვში მოხდა. ეჭვნიტანილებმა დოროჟნაიას ქუჩაზე გაჩერებული "კამაზის" პიტის ავტომობილი შენიშნეს, რომელშიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა 3888 ცალი "ბიბლია" იყო მოთავსებული. წიგნები "რუსეთის ბიბლიურ საზოგადოებას ეკუთვნოდა. ეჭვმიტანილებმა გატეხეს საკეტი და მანქანა მოსკოვის ოლქში გაიტაცეს", _ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, მოსკოველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ავტომობილი საქართველოს სამმა მოქალაქემ გაიტაცა, რომლებიც ადრე ქურდობისათვის არაერთგზის იყვნენ ნასამართლები. დამნაშავეები ავტომობილის კიდევ უფრო შორს წაყვანის მცდელობის დროს დააკავეს.