უახლოეს მომავალში სომხეთს ქურდული წრეების "გამოჩენილი" წარმომადგენლები ეწვევიან, რომლებიც ახალი ე.წ. კანონიერი ქურდის "კურთხევის" საკითხს განიხილავენ.
გავრცელებული მონაცემებით, წინასწარი ინფორმაციით, "წარმოდგენილია ალიკ ბანდურიანის კანდიდატურა", რომელიც ახლო ურთიერთობებში იმყოფებოდა ახლახან მოკლულ არმენ კანევსკისთან.
გაზეთ "არავოტ"-ის ინფორმაციით, სომხეთში, აღნიშნულ შეკრებაზე ასევე აპირებს ჩასვლას ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან უსოიანი იგივე "დედ ჰასანი".