სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ისრაელისათვის შეთავაზების გაკეთებას აპირებს - ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამომისვლის დამყარდეს. სოხუმში არ აღიქვამენ სერიოზულად საქართველოს მუქარებს თურქული და ებრაული კომპანიების მიმართ. აფხაზეთი ურთიერთობების გააქტიურებას ახდენს არა მხოლოდ ისრაელის ბიზნეს-საზოაგდოებასთან, არამედ ისრაელში მყოფ ადამიანებთან, რომლებიც წარმოშობის აფხაზეთიდან არიან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "იზრუს"-ი ავრცელებს.
"სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის ექსპლუატაციაში შეყვანის შემდეგ, აფხაზეთის ხელისუფლება აპირებს მიმართოს ისრაელს და მას პირდაპირი ავიამიმოსვლის დამყარება შესთავაზოს. ინფორმაცია ამის შესახებ ებრაულ სააგენტოს აფხაზეთის პრემიერ მინისტრი თანაშემწემ და მრჩეველმა ბესლან ეშბამ მიაწოდა, რომელიც ამავე დროს ისრაელის ბიზნეს-საზოგადოებისა და აფხაზეთს შორის ურთიერობებს კურირებს.
მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით, ისრაელი არის ერთ ერთი პრიორიტეტული მიმართულება რუსეთისა და თურქეთის თანაბარი. "ეს საკითხი აქ მყოფ ჩვენს ებრაელ პარტნიორებთან უკვე განვიხილეთ", _ აცხადებს ეშბა და დასძენს, რომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში აფხაზეთის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს სოხუმის აეროპორტის ექსპლუატაციაში შეყვანასთან დაკავშირებით. ახლა ეს სამუშაო სერთიფიკაციის სტადიაში იმყოფება და აეროპორტის გახსნა 2012 წლის ზაფხულის სეზონისათვის იგეგმება", _ წერს ებრაული სააგენტო.
მათივე ინფორმაციით, ეშბა ასევე აცხადებს, რომ ისრაელიას კონტაქტების ინტენსიფიკაციის ფარგლებში აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა გარკვეული ყურადღება დაუთმოს რუსულენოვან ებრაელებს - რომლებიც წარმოშობით აფხაზეთიდან არიან.
"მრავალმა მათგანმა ისრაელის ბიზნესის აფხაზეთში გააქტიურების ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თავად მიმართა ისრაელში მდებარე სტრუქტურებს. ეს გახდა ერთგვარი გამოცოცხლების წერტილი წარმოშობით აფხაზეთიდან რუსულენოვან ებრაელებთან ურთიერთობის საკითხში, თუმცა ისინი მანამდეც გამუდმებით გვახსენებდნენ თავს", _ აცხადებს ეშბა და დასძენს - "ჩვენ რათქმაუნდა ვიმოძრავებთ აღნიშნული მიმართულებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავაერთიანოთ ეს ძალისხმევა და ავაშენოთ მათთან ისეთი ურთიერთობა, რომელიც უკვე გვაქვს ჩვენს თურქულ დიასპორასთან", _ აცხადებს ეშბა.
"ეშბამ ასევე გააკეთა კომენტარი საქართველოს პარლამენტართა მიერ გახმოვანებულ მუქარებზე, რომლის მიხედვითაც ისრაელისა და თურქი ბიზნესმების მიერ კავშირების დამყარება აფხაზეთთან სამართლებრივად დასჯადი იქნება. ეშბას აზრით, ამით ქართველი პოლიტიკოსები თავისი არაშორსმჭვრეტელობის დემონსტრირებას ახდენენ. "მათ როგორც ჩანს დღემდე ვერ გაუგიათ, რომ ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა შეუძლებელია მუქარებითა და სანქციებით, თუკი მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ საჭიროა ურთიერთქმედების მექანიზნიზმების ძიება ისეთ ქვეყნებთან როგორებიცაა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მათ როგორც ჩანს ეს აქამდე ვერ გაურკვევიათ. ხოლო ყველა ეს სანქცია, რომელსაც ისინი თავიანი თავისათვის იგონებენ და პუბლიკაზე თამაშობენ, საქართველოს მხოლოდ უარყოფით დივიდენდებს მოუტანენ და მეტს არაფერს", _ გარმოსცემს სააგენტო ეშბას სიტყვებს.
სერგეი შამბას მოადგილე ასევე აცხადებს, რომ მიმდინარე თვის ბოლოს უკვე დაგეგმილია აფხაზეთში თურქი მსხვილი ბიზნესმენების ჩამოსვლა. "მათი ჩამოსვლა სერგეი ბაღაფშის მიერ თურქეთში განხორციელებული ვიზიტის შედეგია", _ აცხადებს ეშბა.