აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას იაპონიიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, ბელორუსიიდან სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩების - აზერ ჰუსევის, ნამიკ ალიევის, ისფანდიიარ ვაგაბზადეს, ალი ნაგიევის გაწვევის შესახებ.
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება ახალი განკარგულების საფუძეველზე პრეზიდენტმა საქართველოში ელჩად დანიშნა აზერ ჰუსეინი, რომელიც ადრე აზერბაიჯანის ელჩი იყო იაპონიაში, ხოლო აზერბაიჯანის ყოფილი ელჩი საქართველსში ნამიკ ალიევი მოლდოვაში დაინიშნა
ისფანდიიარ ვაგაბზადე კი აზერბაიჯანის ელჩი ბელორუსში იქნება.