რიყის რეკონსტრუქციის პროგრამის ფარგლებში მუსიკისა და დრამის თეატრისა და საგამოფენო დარბაზის მშენებლობა იგეგმება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ნაგებობის ასაშენებლად უკვე არსებობს პროექტი, რომელიც იტალიელ ატქიტექტორს მასიმილიანო ფუქსას ეკუთვნის.
თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ცნობილი არქიტექტორი პირადად ჩამოვიდა თბილისში, რათა რიყის ტერიტორია უკეთ შეესწავლა და დაეთვალიერებინა, რათა პროექტი რიყის განაშენიანების გეგმაში სრულყოფილად ჩამჯდარიყო. Aამჟამად თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში არქიტექტორებისა და ექსპერტების მიერ, პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
რიყის რეაბილიტაციის პროგრამა სრულად 2012 წელს დასრულდება.
რიყეზე დაგეგმილია და უკვე მიმდინარეობს პირველი ეტაპის სამუშაოები ერთდონიანი, 320 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის მოსაწყობად, რომელიც მოძრაობას განტვირთავს და ავტომობილების პარკირების პრობლემას მოაგვარებს, როგორც რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე ძველი თბილისის უდიდეს ნაწილში.
თბილისის მერიამ რიყის, როგორც ქალაქის ძველი, ისტორიული ნაწილის კომპლექსური განვითარებისა და განაშენიანების კონცეფციაზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო პროგრამა რამდენიმე მასშტაბურ პროექტს მოიცავს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი რიყის პარკის ლანდშაფტური არქიტექტურისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობაა, რომელიც სივრცის ძირითად (95%) ნაწილს მოიცავს და ტერიტორიისათვის რეკრეაციული ფუნქციის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.
პარკის მთავარი განმსაზღვრელი და მახასიათებელია: მწვანე არქიტექტურა, დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკები, მცირე წყლის არხები და ტბები. პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მცირე ატრაქციონებით საბავშვო და სპორტული მოედნების, უფროსი თაობისთვის დასასვენებელი ადგილისა და ამფითეატრის მოწყობა, სადაც სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებების გაიმართება. პარკი სხვადასხა ტიპისა და ზომის სანათი საშუალებებით განათდება, რომელიც პარკს განსაკუთრებულ სასიამოვნო ატმოსფეროს შესძენს. ტურისტებისათვისა და დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო ცენტრი იფუნქციონირებს. პარკში დამსვენებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო გარემო შეიქმნება.
რიყის პარკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი აქცენტი სამგამზომილებიანი გამოსახულებების მოძრავი მუსიკალური შადრევანია, რომელიც მთავარი საფეხმავლო მოედნით `მშვიდობის ხიდსა~ და ავლაბრის გვირაბის ახალი სეგმენტის სახურავზე მოწყობილ პრომენადეს უკავშირდება. გვირაბის სახურავი გამოყენებულია პარკის ერთ-ერთ ელემენტად და ინტეგრირებულია მთლიან სივრცესთან.
რიყის სივრცითი გეგმარების კონცეფციის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს `მშვიდობის ხიდი~, რომელიც რიყის პარკს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან _ ერეკლე II -ს, შავთელის, ჩახრუხაძის, ლესელიძის ქუჩებთან, მეიდანთან, კალასთან და აბანოთუბანთან აკავშირებს. მითითებული ქუჩები და უბნები წარმოადგენს ძველი თბილისში ერთ-ერთ ძირითადი ტურისტულ მარშუტს, შესაბამისად ნებისმიერი ტურისტისათვის და დაინტერესებული პირისთვის შესაძლებელია დროის მცირე მონაკვეთში, ავლაბრის მოედნიდან ბარათაშვილის აღმართის გავლით ავლაბრის ტურისტული გადმოსახედთან კიბით ჩასვლა რიყის პარკში და `მშვიდობის ხიდის~ გადაკვეთით აღნიშნულ ქუჩებთან დაკავშირება.