რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ორივე კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდეტმა ტრაიან ბესესკუმ (ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია) და სენატის თავმჯდომარემ, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მირჩა ჯოანემ (სოციალ-დემოკრატიული პარტია) საკუთარი გამარჯვების შესახებ განაცხადეს.
ტრაიან ბესესკუ არ ეთანხმება ეგზიტპოლის შედეგებს, რომლის მიხედვით, მირჩა ჯოანემ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.
" დარწმუნებული ვარ ჩემს გამარჯვებაში", - განაცხადა პრეზიდენტმა ბისესკუმ და დასძინა, "ვურჩევ ყველას შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე შეინარჩუნონ სიმშვიდე".
"ოფიციალური მონახცემებით. მე მივიღებ 51 პროცენტზე მეტს, _ განაცხადა პრეზიდენტმა.
ეგზიტპოლების მიხედვით კი ჯუანემ მეორე ტურში ხმების 51,6 პროცენტი მიიღო, ხოლო ბესესკუმ 48,4. სხვადასხვა კვლევითი ცენტრების მონაცემებით, რომლებიც პარალელურ დათვლებს აწარმოებდნენ, შედეგები თითქმის იდენტურია.
შეგახსენებთ, რომ ორივე კანდიდატმა არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 22 ნოემბერს გაიმართა, ამომრჩევლეთა ხმების 30 პროცენტზე მეტი დააგროვა.
ქვეყანაში პრეზიდენტი 5 წლის ვადით ირჩევა. ერთ ადამიანს ამ პოსტის დაკავება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეუძლია. უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები პირველია რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანების (2007 წ) შემდეგ.