ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან ესკორტის სამსახურის თანამშრომლებმა იძულებით გაიყვანეს. ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"დასაწყისში პრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატმა მოითხოვა, რომ მიეცათ მისთვის მიმართვის საშუალება, რაზედაც მოსამართლის მხრიდან იყო უარი, მოსამართლემ თქვა, რომ უკვე გამოყენებული იყო შესავალი სიტყვის უფლება თუ რაცაა, რაც ვერ გაიხსენა ვერავინ. როდესაც სხდომა სრულდებოდა, სააკაშვილის ადვოკატმა ისევ მოითხოვა, რომ ადამიანი ჩამოიყვანეს რუსთავიდან, საათები გაატარა ქვემოთ ე.წ. აბიზიანიკში, შემდეგ კიდევ სხდომაზე იყო საათნახევრის განმავლობაში და იქნებ მიეცათ საშაულება, რომ 5- 10 წუთი მიმართვა გაეკეთებინა, რაზედაც მოსამართლემ სწრაფ-სწრაფად გამოაცხადა, რომ სხდომა დახურულიაო და გავიდა დარბაზიდან, ამაზე ჰქონდათ რეაქცია ადვოკატს და პრეზიდენტ სააკაშვილს, რასაც მოჰყვა პატარა დაპირისპირება საბადრაგო სამსახურთან, მაგრამ არაფერი ისეთი დაპირსპირება არ ყოფილა, გაიყვანეს იძულებით", - განაცხადა ჯაფარიძემ.
ფოტო: "ტვ პირველი"