რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის "მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ".
რუსული მედიის ცნობით, კერძოდ, ვლადიმირ პუტინმა „რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა.
"დოკუმენტი" მიზნად ისახავს მხარეებს შორის "თანამშრომლობის გაღრმავებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, შეთანხმებული საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურისა და ადამიანური პოტენციალის განვითარების, სამართლებრივი ნორმების ჰარმონიზაციისა და კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით".
"დოკუმენტის" მიხედვით, ე,წ, მხარეები გადადგამენ შემდგომ ნაბიჯებს "ერთიანი ეკონომიკური სივრცის შესაქმნელად, მოქალაქეთა კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის ასამაღლებლად, ასევე საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების განხორციელების ერთიან წესზე ეტაპობრივი გადასვლის უზრუნველსაყოფად".