დღეს, 7 დეკემბერს, რუსეთში გლოვის დღეა.
ქალაქ პერმის ღამის კაფე-კლუბში მომხდარი ხანძრისას დაღუპულთა უმეტესობას დღეს დაკრძალავენ.
გლოვის დღე არა მხოლოდ პერმში და პერმის მხარეში, არამედ მთელ რუსეთშია გამოცხადებული.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლ;ები მომხდარი ტრაგედიის გამო სხვადასხვა სახელმწიფოების ხელისუფლებისა და მთავარობათა წარმომადგენლებისგან სამძიმრის წერილებს იღებენ.
შეგახსენებთ, რომ პერმის რამის კლუბ "ხრომაია ლოშად" ხანძარი 6 დეკემბერს 01:00 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის შედეგად 112 ადამიანი დაიღუპა, 140-მდე ადამიანმა სხვადასხვა სიძიმის დაზიანებები მიიღო. ამ დროისთვის 20-მდე ავადმყოფილს მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
კაფე-კლუბის საერთსო ფართი 500 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რომლისგანაც ხანძრის შედეგად განადგურებულია 400 კვადრატული მეტრი.
რუსული მედიის ინფორმაციით ხანძარი ღამის კლუბში მაშინ გაჩნდა, როდესაც კლუბი დაარსების 7 წლისთავს ზეიმობდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მინისტრი სერგეი შოიგუ მაღალ შეფასებას აძლევს მეხანძრეების მოქმედებას და მიიჩნევს, რომ მათი პროფესიონალიზმის გარეშე შედეგი უფრო ფატალური იქნებოდა.
რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის მიერ დაკავებულია რამდენიმე პიროვნება, მათ შორის კლუბის დირექტორი სვეტლანა ეფრემოვა, ასევე კლუბის თანადამაარსებელი ანატოლი ზაკი.
ზაკი და ეფრემოვა სახანძრო უსაფრთხოების წესების დაუცველობაში არიან ეჭვმიტანილი, რამაც გაუფრთხილებლობის გამო ადამიანთა გარდაცვალება გამოიწვია.